Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2018

იმ ღამეს თოვდა

იმ ღამეს თოვდა. ოთახში მოწყენილობას მიცემულ სიჩუმეს თოვის ხმის გაგონება არღვევდა. თბილი ღუმლის ირგვლივ შემოვსხდებოდით ხოლმე, რადგან ასე უფრო ადვილი იყო სიცივისგან გაცრეცილი ხელების გათბობა. დრო და დრო, როცა აღუღუნდებოდა ცეცხლი და წამიერად განათდებოდა ოთახი, როცა აკიაფდებოდა ხოლმე სინათლე ჩვენს სახეებზე, ერთმანეთის აციმციმებულ თვალებში ვკითხულობდით სურვილებს - საახალწლოდ. დედაჩემის მშვიდ სუნთქვაში არეული ფიქრები ჩემთვის უკვე გასაგები ხდებოდა. იმდენად გასაგები, რომ ვხედავდი როგორ იძირებოდა მისი ოცნებები. ეს სცენა მახსოვს, წარსულს წამოდებული ხავსივით და რაც დრო გადის, მით უფრო უმძაფრდება სიძველის გემო. იმ ღამეს თოვდა. ჩემს ფიქრებთან ერთად ქუჩაში მარტო მივდიოდი. გავცდი: ცხოვრებისგან დაღლილ სახლებს, სევდა შეპყრობილებს, სიბერისგან გაჭაღარავებულებს, სახურავებზე შემორჩენილ ერთი თმისღერივით მოქანავე ანტენებს, ნაგვის ბუნკრებიდან ამომხტარ კატებს, გზააბნეულ  მანქანებს, გზებს, ღობეებს... გზის ბოლოს ავდგები და იმ ადგილას მივალ, სადაც იანვრის სუსხში გზაზე გაყინული ბეღურა ვიპოვე, როგორც ჩემი ს